Saturday, June 30, 2018

pirveli dgis refleqsia.

pirveli dge saintereso iyo, viswavlet blogis sheqmna, misi interfeisis shecvla, axali informaciis shetana, magram saintereso treningis miuxedavad ar gvqonda kargi interneti. rac xels gvishlida. yvelafris axalad gaketeba gviwevda orjer da samjer, gadatvirtva kompiuterebis, gamortva da axalad chartva im imedit rom uketesad imushavebda interneti an kompiuteri. imedia es darchenili 8 dgec aseti tanjva da internetisadmi xvewnashi ar gava.

ინტელის ტრენინგით გავირღმავე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტანდარტით გათვალისწინებული თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ვისწავლე პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსის რესურსები,ვისწავლე პროექტზე მუშაობა , ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელების დროს ,ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, შევქმენი პროექტისათვის საჭირო ბლოგები.,პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა ,შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორები.განვსაზღვრე მიზნები და შედეგები. მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებს.კარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტოების ჩამოტვირთვა და ჩასმა,გავიგე გაჯეტის მნიშვნელობა, ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა. კურსის რესურსები დამეხმარა პროექტის სწორად დაგეგმვაში. ვისწავლე ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,მონაწილეებმა გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები. ჩემს პორტფოლიოში მოვათავსე პროექტის გეგმა, გამოყენებული ფოტო-მასალა, მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგზე მიღებული ცოდნით. მთლიანად ტრენინგს ვაფასებ დადებითად და ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს ვუხდი უდიდეს მადლობას გაწეული შრომისათვის.